წარმომავლობა. ამ ძველი ჯიშის სახელი წარმოშობილია ჩრდილოეთ მექსიკის ერთსახელიანი შტატისაგან, სადაც, როგორც ვარაუდობენ, მოხდა მისი ფორმირება. ჩიხუახუას სამშობლოს ზუსტი დადგენა არ შეიძლება. მეტად სავარაუდოა, რომ მექსიკაში ძაღლები მოხვდნენ ძველ დროს ჩინეთიდან, მაგრამ მეტად სავარაუდოა ადგილობრივი წარმომავლობა აცტეკთა სხვადასხვა ძაღლისაგან. ამ ტომისათვის ჩიხუახუა წმინდა ცხოველი იყო, მას მსხვერპლად იღებდნენ ღმერთებისათვის და ჭამდნენ წესჩვეულების დროს. ასევე ითვლებოდა, რომ ჩიხუახუას სახლში ბედნიერება მოაქვს. ამ ჯიშის მოშენება აშშ-ში XIX საუკუნეში დაიწყეს. ჩიხუახუას მეძაღლეობის ამერიკულმა კლუბმა იგი 1904 წელს აღიარა. შესაძლოა, რომ ჩიხუახუას რამდენიმე წარმომადგენელი ოკეანედან ესპანეთში კონკისტადორებმა ჩამოიყვანეს. მაგრამ ევროპაში მათ პოპულარობა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის მერე მოიპოვეს.
ჯიშის დახასიათება. ჩიხუახუა ძლიერი, საკმაოდ გამძლე, მამაცი და ძალიან მოძრავი ძაღლია, საკმაოდ დამოუკიდებელი, გაბედული, ამაყი და ცდილობს გაიტანოს თავისი. უაღრესად ერთგულია თავისი პატრონის მიმართ, მაგრამ ბავშვებთან ყოველთვის ვერ პოულობს საერთო ენას. უნდობლობას იჩენს უცხოების მიმართ, ყეფს მათზე, ამიტომაც შეიძლება იყოს კარგი დარაჯი. აღზრდისას საჭიროა სიმტკიცის გამოჩენა. ჩიხუახუა კომპანიონი ძაღლია.
აღწერა. ჩიხუახუას თავი და თავის ქალა მრგვალია, ვაშლისებრი ფორმის. შენარჩუნებულია ყიფლიბანდი თხემზე. შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა მკვეთრია. ღაწვის ძვლები გამოსახული არაა. ცხვირის ბიბილო რამდენადმე ვიწროვდება ბოლოში, შავი ან მუქი ნაცრისფერი შეფერილობის შესაბამისად. ამ ჯიშის თვალები ფართოდაა განთავსებული, მაგრამ არ უნდა იყვნენ ამობურცული. თვალები მუქი, გამომხატველია, ანტრაციტისფერი, თაფლისფერი, ცისფერი ან ლალისფერი. ყურები დიდია, მაღლა და ფართოდ დასმული, მდგომი, აღელვებისას მათი დაბოლოებები ოდნავ დახრილია წინ, ხოლო სიმშვიდისას მიმართულია გვერდებზე 45ო-იანი კუთხით. კორპუსი ცილინდრულია კვეთაში, კომპაქტური, მართკუთხა გაჭიმული ფორმატის. კისერი მჭიდროა, ოდნავ ამობურცული ჯიდაოთი. ბეჭები ბრტყელია, მჭიდროდ მიკრობილი კორპუსთან, გავა კუნთოვანია, კიდურები – შედარებით მოკლე, თხელი, თათები – ძალიან პატარა მჭიდე თითებით. კუდი საკმაოდ გრძელია, შემოხვეულია რგოლის ფორმაში ზურგზე ან ჩამოშვებულია. უფრო ხშირად დაფარულია ძალზე ხშირი ბეწვით, მაგრამ დაშვებულია გლუვიც. ბეწვი გრძელია, ზოგჯერ ტალღოვანი, უფრო ხშირად – მოკლე, გლუვი და ბზინვარე. განსაკუთრებით ფასობს პატარა საყელო კისერის გარშემო უფრო გრძელი თმისაგან. შეფერილობა: დაშვებულია ვერცხლისფერ-ირმისფერი, ვერცხლისფერ-ნაცრისფერი, შავ-ჩალისფერი და შავი. სიმაღლე მინდაოში: 16-20 სმ, წონა: 0.9-3.5 კგ.
ყოლა და მოვლა. ჩიხუახუა ოთახის ძაღლია, რომელიც საჭიროებს ყოველდღიურ სეირნობებს. ვერ იტანს სიცივეს. მნიშვნელოვანია ძაღლის თვალების მდგომარეობის რეგულარული შემოწმება, ასევე კბილის ნადების გაწმენდა. ამ ჯიშის ბეწვი საჭიროებს რეგულარულ ვარცხნას.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий